ლიფტების უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა დედაქალაქში

761

რამდენად არის დაცული ლიფტების უსაფრთხოება თბილისში? ბოლო პერიოდში მომხდარი შემთხვევების შემდეგ სპეციალისტები მოსახლეობას კონტროლის გამკაცრებას სთხოვენ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ლიფტების გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობაზე კონტროლი მხოლოდ მიმართვის შემდეგ ხორციელდება. სავალდებულო შემოწმებას კი კანონი 3 წელიწადში ერთხელ ითვალისწინებს.

თუმცა, ირკვევა, რომ მიმართვიანობა მხოლოდ ცალკეული ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების შემდეგ ფიქსირდება.