თბილისის საკრებულო 27 დეკემბერს დედაქალაქის ბიუჯეტის დასამტკიცებლად ემზადება

441

დედაქალაქის საკრებულო თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დასამტკიცებლად ემზადება. ბიუჯეტის პროექტს 27 დეკემბერს თბილისის მერი კახა კალაძე წარადგენს. ამის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია იმედმა მოამზადა. 

მომავალ წელს დედაქალაქისთვის 1,3 მილიარდი ლარი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დაიხარჯება.

თბილისის საკრებულო კვირის ბოლოს იმ დოკუმენტს დაამტკიცებს, რომლითაც თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები სოციალური და ჯანდაცვის პროექტები იქნება. საერთო თანხის 28% უკვე გაწერილია: მომავალ წელს 28 პროგრამის განსახორციელებლად 56 მილიონი ლარი დაიხარჯება. ჯანდაცვის კუთხით ერთ-ერთი მიმართულება სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის მედიკამენტების დაფინანსება იქნება. ბიუჯეტის პროექტში სპეციალური სახსრებია გამოყოფილი მრავაშვილიანი ოჯახებისთვისაც.

პრიორიტეტად რჩება სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაც. თბილისის მერმა დღეს უკვე დაგეგმილი რამდენიმე პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელთა შორის იქნება ვაჟა-ფშაველას და წერეთლის გამზირების რეაბილიტაცია იქნება. გარდა ამისა, 2020 წლის ბიუჯეტით დედაქალაქის მთავრობაში ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას და მიკროავტობუსების პარკის განახლებას გეგმავენ.

ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს ოპოზიცია. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მერია საშტატო ერთეულების გაზრდას აპირებს/ უმრამვლესობაში ბრალდების საპასუხოდ განმარტავენ, რომ საუბარია მუნიციპალური ლაბორატორიის შტატგარეშე თანამშრომლებზე, რომლებიც მომავალი წლიდან შტატში იქნებიან.