ხვალიდან ანტონ კათალიკოსის ქუჩა გაცალმხრივდება

1171

ანტონ კათალიკოსის ქუჩა კოტე აფხაზის ქუჩის კვეთიდან ერეკლე მეორის მოედნის მიმართულებით გაცალმხრივდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

სატრანსპორტო საშუალებებს ერეკლე მეორის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე მისვლა შოთა ყავლაშვილის ქუჩიდან შეეძლებათ.

17 ივლისის საღამოს ქუჩის მითითებულ მონაკვეთზე შესაბამისი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება, ხოლო ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ძალაში 18 ივლისიდან შევა.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება ორმხრივი მოძრაობისთვის ანტონ კათალიკოსის ქუჩის სივიწროვისა და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით მიიღო.