მოძრაობა “სირცხვილია” 11 დეკემბერს პარლამენტის პიკეტირებას განაახლებს

775

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, 14 დეკემბერს „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ჩანიშნულ აქციას, კონტრაქციას არ მოუწყობენ, თუმცა თუ 14 დეკემბერს, პარლამენტი უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს დაამტკიცებს, აქცია პარლამენტთან მათი ორგანიზებითაც გაიმართება. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.

„11-ში განვაახლებთ პარლამენტის პიკეტირებას. კომიტეტის სხდომებია ჩანიშნული, ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობას. მერე ჩინიშნება პლენარული. ხმის მიცემა, ვვარაუდობთ, რომ 14 დეკემბრამდე მოხდება, რადგან 14-ში „ქართულ ოცნებას” უნდა აღნიშნოს, რომ ასო ბგერა F -ის მერე ასო ბგრა G მოდის და ეს საკუთარ წარმატებად გაასაღოს. დიდ სახალხო ზეიმს აწყობენ და ალბათ, ეს სახალხო ზეიმი იმის ჩასაცემენტებლად დასჭირდებათ, რომ აი, მოსამართლეები დანიშნეს წინა დღეს და პომპეზური ღონისძიება მოეწყო. დაველოდებით პლენარულის დანიშვნას. 14-ში კონტრაქციის მოწყობას არ ვაპირებთ, კონტრაქციების ენით საუბრობს ხელისუფლება, მაგრამ თუ პლენარული ჩანიშნეს 14-ში, მოსამართლეებზე აუცილებლად გამოვალთ. რაც შეეხება ევროსაბჭოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს”, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.