თბილისის მერია საახალწლო ნაძვის ხესა და განათებებში 2.8 მილიონს ხარჯავს

74
ახალი წლის ნაძვის ხე თბილისში

თბილისის მერია ნაძვის ხესა და განათებებში ჯამში 2.8 მილიონ ლარამდე დახარჯავს. მერია 1 250 000 ლარს გადაუხდის კომპანია IDO SRL-ს ქუჩების გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრონათურებში.

მერიამ დამატებით 455 ათას ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა იგივე კომპანიას სხვა განათებებსა და ნათურებში.

ნაძვის ხეში კი ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი ლარი დაიხარჯება – ნაძვის ხის ღირებულება 305 ათასი ევრო იქნება.

ტენდერებში მხოლოდ იტალიური კომპანია IDO SRL მონაწილეობდა.