2-3 ნოემბერს თბილისში ყვავილების გამოფენა გაიმართება

249

თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ტრადიციულად, შემოდგომაზე 2 და 3 ნოემბერს ყვავილების გამოფენა გაიმართება.

გამოფენაზე დამთვალიერებელს ბოტანიკური ბაღის კოლექცია, ქრიზანთემებისა და გეორგინების მრავალფეროვნება, ასევე, შემოდგომის სხვადასხვა ყვავილი და კომპოზიცია დახვდება.

გამოფენაში მსხვილი სათბურები და სანერგე კომპანიები მონაწილეობენ, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის წარდგენის, ხოლო დამთვალიერებელს პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, წამრმოდგენილი იქნება შემეცნებით კუთხეც, სადაც ბევრი საინტერესო და თემატურ ინსტალაციის გაცნობა იქნება შესაძლებელი.

“გარდა ყვავილებისა, გამოფენაზე გელოდებათ მაყალზე მომზადებული წაბლი და ჩეხური ფუნთუშები, ყავა, ჩაი და ცხელი გლინტვეინი”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, ყვავილების გამოფენის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაა.