2021 წლიდან თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიენიჭება

78

წინა სტატია

2021 წლიდან თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი ექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი მიმდინარე წლის მაისში წარადგინეს.

ცნობისთვის, UNESCO-ს ინიციატივით, ყოველწლიურად ერთ-ერთი ქალაქი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი ხდება. 2021 წლის 23 აპრილიდან, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს კი, ეს სტატუსი თბილისს მიენიჭება.

ღონისძიებების მიზანი წიგნისა და კითხვის პოპულარიზაცია, ასევე, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკებისა და გამომცემლების ხელშეწყობაა.

იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფართომასშტაბიანი პროექტი 2002 წელს დაიწყო, ხოლო პირველი დედაქალაქი ალექსანდრია გახდა. ამჟამად, წიგნის დედაქალაქი შარჟაა, რომელმაც სტატუსის მოპოვება მერვე ცდაზე მოახერხა.