“ევროპულმა საქართველომ” ვაზისუბანში პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა

1399

“ევროპულმა საქართველომ” ვაზისუბანში პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა.  წარდგენისას პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ სოციალური პროგრამაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი პროგრამა გულისხმობს პენსიების 50 ლარით მატებას და სოციალური დახმარების 520 ლარამდე გაზრდას.

“ვაზისუბანში წარვადგინეთ ჩვენი სოციალური პროგრამა. სოციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს 50 ლარიან დანამატს პენსიაზე და სოციალური დახმარების ზრდას 520 ლარამდე. აქვე ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი ამოცანაა და მე ვიქნები კმაყოფილი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ჩემს შემდგომ მერს საერთოდ არ დასჭირდება სოციალურ დახმარების გამოყოფა, საერთოდ არ იქნება სოციალური თემები ასე აქტუალური”, – განაცხადა ხოშტარიამ.