პეკინის ქუჩაზე წყალსადენის ახალი ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპლუატაციაში შედის

741

პეკინის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სრული განახლების მიზნით მასშტაბური რეაბილიტაციის დიდი ნაწილი დასრულებულია.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით,  რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს სრულად შეიცვალა 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5 კმ სიგრძის ქსელი და ექსპლუატაციაში გასაშვებად ჰიდროტესტირება ჩაუტარდა.
კომპანიის ცნობით, ახალი ქსელი ექსპლუატაციაში გასაშვებად მზად არის და გადაერთების სამუშაოები ხვალ განხორციელდება.

წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, აღნიშნულ ქსელზე 12 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.

სამუშაობის წარმოების მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით, 11 ივლისის დილის 12:00 საათიდან, 12 ივლისის, დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: კოსტავას, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. კრწანისის რაიონში: ლესელიძის, გუდიაშვილის, ერეკლე II-ს, შარდენის და მიმდებარე ქუჩებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი