პარკირების წესების დარღვევისათვის ჯარიმის ოდენობა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება

103

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტს
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 1252, 1253 და 1254 მუხლების დღეს მოქმედი რედაქციით შესაბამის სამართალდარღვევებზე გათვალისწინებული ჯარიმები 10 ლარის ოდენობით იზრდება 50 ლარამდე.

კერძოდ: ამკრძალავი ნიშნების “გაჩერება აკრძალულია“ და ‘დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის
დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის
დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“;

ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი
პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;

დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას სატრანსპორტო
საშუალების პარკირებისათვის თვითმმართველობის მიერ დადგენილი პარკირების საფასურის
გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;

იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას დგას 12 საათზე მეტი დროით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთებს ბლოკირებას სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს;

პარკირების ადგილზე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ელექტროძრავას მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის, ნებისმიერი სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების პარკირება,- გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;

დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;

დედაქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის დგომა სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილზე,- გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება დედაქალაქის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;

დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების სხვა დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;

საურავის ოდენობა 150 ლარიდან მცირდება 100 ლარამდე.