კახა კალაძე: 40 ახალი მეტროს ვაგონის შესასყიდად დოკუმენტაციას ვამზადებთ

116

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია 40 ახალი მეტროს ვაგონის (მატარებლის 10 ერთეული) შესასყიდად დოკუმენტაციას ამზადებს, პარალელურად კი მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ახალი ვაგონები თანამედროვე, ევროპული სტანდარტის შესაბამისი იქნება. სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ კახა კალაძემ დღეს, 7 ოქტომბერს ფეისბუქ ლაივში ისაუბრა.

ახალი ვაგონების შესყიდვა გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო გადაწყდა. მერის თქმით, მეტროს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს საზოგადოებრივ ტრანსპორტის სხვა სახეობებს შორის.

2018 წლის ოქტომბერში თბილისის მერმა განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოდან თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობა დაწყება. როგორც მერმა აღნიშნა, დაახლოებით 8 ახალი მეტროსადგური იქნება, ჯამში კი 90 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

პრეზენტაციაზე ნაჩვენებ სლაიდებზე ჩანდა, რომ მეტრო ექსპლუატაციაში 2020-2021 წლებში, ეტაპობრივად, უნდა შევიდეს. მერმა აღნიშნა, რომ გეგმის მიხედვით, საწყის ეტაპზე, ექვსი შემადგენლობა ივლის და ინტერვალი 10-წუთიანი იქნება.