რუსთაველის მეტროსთან ბრიტანული სეზონისადმი მიძღვნილი ინსტალაცია განზრახ დააზიანეს

413

წინა სტატია

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეტრო რუსთაველთან ბრიტანული სეზონისადმი მიძღვნილი ინსტალაცია განზრახ დააზიანეს. ამის ამსახველი ფოტომასალა Facebook-ზე გავრცელდა.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სავარაუდო დამნაშვეები გამოავლინეს და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.

პროექტ „ბრიტანეთი-საქართველო 2019“ 13 სექტემბერს გაიხსნა. პროექტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საელჩოს და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად 60-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი. სამი თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და საქართველოს რეგიონებში მოეწყობა სხვადასხვა ფესტივალი, კინოჩვენებები და მასტერკლასები.

„ბრიტანეთი-საქართველო 2019“ მიზნად ისახავს, სიახლე შემატოს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის საუკუნოვან მეგობრობას.