თბილისში გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

79

დიდ დიღომში გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N36-N38 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო.

საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ბორდიური და მიმდინარე ტერიტორია. გარდა ამისა, 2 817 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

სამუშაოები, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “სკინჩმა“ შეასრულა, რაზეც ბიუჯეტიდან 248 316 ლარი დაიხარჯა.

“აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე თვის წინ შიდა ეზოც მოწესრიგდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 710 კვ.მ ფართობზე განხორციელდა”, – აცხადებენ გამგეობაში.