თბილისში 20 000-მდე დაავადებულ ხეს მოჭრიან და 12 000 დარგავენ

118

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრიბის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში 20  000-მდე დაავადებულ ხეს მოჭრიან, წლის განმავლობაში კი 12 000-მდე ხეს დარგავენ.

“დღეს ყველაზე მეტად რაც ჩვენს ქალაქს სჭირდება, ეს არის ზუსტად მწვანე სივრცეები, თუმცა სერიოზული პრობლემა გვაქვს, ეს არის არსებული ფიჭვები, რომლებიც წლების წინ დაირგო. სერიოზული პრობლემაა. კვლევებია ჩატარებული და ვიცით, რომ ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი და აუცილებელია, განხორციელდეს ამ დაავადებული ფიჭვების ჭრა, იმისათვის, რომ ჯანსაღი მცენარეები არ დააზიანოს და ანალოგიურად სხვებსაც არ გადაედოს ეს პრობლემა. ამისთვის ჭრები გაგრძელდება. დაახლოებით, 20 000-მდე ხე არის დედაქალქში მონიშნული, რომლებიც უნდა მოიჭრას. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვაქვს პრობლემა, მის ეზოში არსებულ ფიჭვებს სერიოზული პრობლემა აქვს და რა თქმა უნდა, იქაც უნდა განხორციელდეს ანალოგიურად ჭრები, თუმცა პარალელურად, ჩვენ აუცილებლად ვრგავთ ახალ ხეებს, ვუვლით და ეს პროცესი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ქალაქში ამ მიმართულებით და წელს 12 000-მდე ხე დაირგვება“, – განაცხადა თბილისის მერმა.