Arrival Guides: “თბილისობა“ შემოდგომის ფესტივალებიდან საუკეთესო არჩევანია

150

ოქტომბრის პირველი კვირა, რა დროსაც “თბილისობა“ აღინიშნება, ტურისტებისთვის საინტერესო პერიოდია, – აღნიშნულია Arrival Guides-ის სტატიაში, რომლითაც ავტორი შემოდგომით მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილ კვების ფესტივალებს ეხმაურება და მკითხველს საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებსაც აცნობს.

თბილისობა შემოდგომის კვების ფესტივალებიდან საუკეთესო არჩევანი გახდება თქვენთვის. ამ დროს კონცერტები ღია ცის ქვეშ, ხალხური ცეკვები და შთამბეჭდავი კულინარიული შეთავაზებები დაგხვდებათ“, – ნათქვამია სტატიაში.

Arrival Guides-ი ქართულ სამზარეულოსაც მიმოიხილავს და სტუმრებს ხინკლის, მწვადისა და ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს.