პარლამენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

632

პარლამენტმა “საქართველოს ორგანულ კანონში” “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს. გარდამავალი დებულიებით დგინდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჩატარების წესი, აგრეთვე, საქართველოს მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული ცალკეული ღონისძიებები.

გარდა ამისა, ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრება მერია და, შესაბამისად, კოდექსის მთელ რიგ მუხლებში ხორციელდება ტერმინოლოგიური სახის ცვლილება. კანონპროექტით

კენჭისყრაზე ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს 83 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ 5 დეპუტატმა მისცა ხმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი