თბილისში მოსკოვის გამზირს, შესაძლოა, სახელი გადაერქვას

135

 

წინა სტატია

თბილისში, მოსკოვის გამზირს შესაძლოა, სახელი გადაერქვას. ჟურნალისტებთან საუბარში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ დაადასტურა, რომ სახელწოდების გადარქმევის საკითხი თბილისის საკრებულოში განიხილება.

„გიდასტურებთ, რომ აღნიშნული საკითხი არის განხილვის საგანი, არის დღის წესრიგში. როცა გადაწყვეტილება მიიღება, ამის შესახებ ინფორმირებული იქნებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ტყემალაძემ.

11 წელი აგვისტოს ომიდან – დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე პარტიის წევრებთან ერთად მივიდნენ. მათ პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ცნობისათვის, მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრებმა მოსკოვის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს და  გამზირისთვის სახელის შეცვლას მოითხოვეს.

მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად ადგილზე აბრები მიიტანეს, რომლებზეც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 170 ჯარისკაცის გვარები წერია. აქციის მონაწილეების განმარტებით, ეს არის “170 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გადაერქვას მოსკოვის გამზირს სახელი”.