სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილეები ჰყავს

762

წინა სტატია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ალექსანდრე მოწერელიას ახალი მოადგილეები ჰყავს. რწმუნებულის ახალ მოადგილეებად დავით ვერავა და ნუკრი ხასია დინიშნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა ახალი მოადგილეების დანიშვნის შესახებ ინფორმაციააგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალის გახსნისას გააჟღერა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

დავით ვერავა საკრებულოს არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატებიდან”. ვერავა ირაკლი ჩიქოვანის ახლო ნათესავია, რომელიც “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ნუკრი ხასია კი ფონდ “ქართუს“ წარომადგენელია.

სამხარეო ადმინისტრაციაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე droa.ge ჯერ კიდევ 31 ივლსს წერდა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. უარყოფის მიუხედავად კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის 2 მოადგილე 1 აგვისტოს გადადგა.

ჩვენივე ინფორმაციით თანამდებობა, შესაძლოა, სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამაც დატოვოს.