გურჯაანის სოფელ კაჭრეთში სოციალური სასადილო გაიხსნება

837

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სოციალური სასადილო გაიხსნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, სასადილოთი სარგებლობა სოციალურად დაუცველ, მარტოხელა და შრომის უუნარო ადამიანებს უფასოდ შეეძლებათ.

“მიმდინარე წლის ბიუჯეტში, უკვე განსაზღვრულია სასადილოს ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხები. გათვალისწინებულია შენობის გამოყოფის საკითხიც. აღნიშნულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე ეყარა კენჭი”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.