7 თვეში საქართველოს 5 მილიონამდე ტურისტი ეწვია

147

იანვარ-ივლისში საქართველოს 5 მილიონამდე ტურისტი ეწვია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამებისა და ივლისის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, 2019 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოში 4 961 918 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 697 624 შეადგინა, რაც 198 873-ით მეტია 2018 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.

“ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+22.1%), აზერბაიჯანიდან (+5.6%), სომხეთიდან (+2.9%) და თურქეთიდან (-0.3%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +40.7%, ლატვია +31.6%, პოლონეთი +26.9%, გაერთიანებული სამეფო +24.6%, საფრანგეთი +25.5%, და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ტაჯიკეთი +242.3%, უზბეკეთი +155.5%, ყირგიზეთი +102.3%, ჩინეთი +52.8%, საუდის არაბეთი +52.6%, ყაზახეთი +54%,”-აღნიშნა ქვრივიშვილმა.