კალაძე: გაზზე მომუშავე 110 ავტობუსის შესასყიდად ტენდერი გამოცხადდება

614

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გაზზე მომუშავე 110 ცალი 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ტენდერს გამოაცხადებს.

“უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოაცხადებს ახალ ტენდერს ავტობუსების შესყიდვაზე. ეს იქნება ევრო 6 სტანდარტის გაზზე მომუშავე 110 12-მეტრიანი ავტობუსი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად იყოს მოწესრიგებული და ეს ყვითელი ავტობუსები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვის თვალსაზრისით, კომფორტულობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩანაცვლდეს. ჩვენი ქალაქის მოსახლეობა იმსახურებს ახალ, კომფორტულ და ყველაზე სწრაფ ავტობუსებს”, – განაცხადა კალაძემ.