ვარკეთილში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იწყება

145

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წელს ვარკეთილის III მიკრორაიონში 319-ე კორპუსის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან, მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება. მისივე თქმით, მულტიფუნქციური კომპლექსები ათივე რაიონში აშენდება, ვარკეთილში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე კი 11 მილიონამდე დაიხარჯება.

“ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო მულტიფუნქციური კომპლექსების მშებნებლობა, სადაც იქნება საჭიდაო დარბაზები, საცურაო აუზი, ბიბლიოთეკა, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, ყველანაირად აღჭურვილი იქნება ეს კომპლექსები, რომლებიც ათივე რაიონში განხორციელდება და წელს პირველის განხორციელებას ვიწყებთ ვარკეთილში. დაახლოებით, 11 მილიონი ლარი დაჯდება ამ პროექტის განხორციელება, ვაცხადებთ ტენდერს მშენებლობასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ ბევრი კეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანია დაინტერესდება, რომ დროულად მოხდეს მისი განხორციელება.

სპორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენთვის. თბილისის მერია უკვე მეორედ ახორციელებს სპორტის მხარდაჭერის პროგრამას, ჩვენ ეს პროგრამა შარშან დავიწყეთ, რომელიც გულისხმობს, სპორტის 21 სახეობაში სპორტსმენების სპორტული ინვენტარით და ეკიპირებით უზრუნველყოფას,”-განაცხადა კახა კალაძემ.