დიღმის ტყე-პარკის დასაცავად ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა

153

წინა სტატია

“დიღმის ტყე-პარკი გვეკუთვნის ჩვენ და დავიცავთ იმას, რაც ჩვენია”, – ამ ლოზუნგით მოსახლეობამ აქცია გამართა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ისინი საკრებულოს მიერ 2019 წლის 15 მარტს დიღმის ტყე-პარკის 13 000 კვ/მ ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭებასა და კომპანია “ანაგზე“ მშენებლობის ნებართვის გაცემას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ერთ-ერთი ძველი შენობის ადგილას დაგეგმილია რესტორნისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, რაც მათთვის მიუღებელია. მათი განმარტებით, პროექტი საფრთხეს უქმნის სახალხო სივრცეს და არსებულ ეკოსისტემას. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერს მოუწოდებენ, გაიხსენოს ვაკის პარკის მაგალითი და ტერიტორია გამოისყიდოს, ან ადგილმონაცვლეობის მეთოდს მიმართოს.

თბილისის მერია აქტიურად მუშაობს დიღმის ტყე-პარკის დაბრუნებაზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 3 ივლისს განაცხადა. მისივე თქმით, ამ ტერიტორიის ნაწილი 90-იან წლებში გასხვისდა და თბილისის მერიის მიზანია, მოხდეს ამ ტერიტორიის გამოთავისუფლება, რათა ქალაქს სრულად შეუნარჩუნდეს უნიკალური ტყე-პარკი.