ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობა იწყება

2277

10 ივლისს, ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის დაწყების პრეზენტაცია გაიმართება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცობით, ახალი კამპუსის მშენებლობა, რომლის სივრცე გათვლილია უნივერსიტეტისა და სკოლისთვის, წელს აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაიგეგმა.

“კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. 1 500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე, ასევე, 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.

კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული განათლების პროგრამებზე. ასევე, იფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი. კავკასიის უნივერსიტეტს მსოფლიოს 70 ქვეყნის 130-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს, რაც საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე, გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

მათივე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი და წარჩინებული მოსწავლეებისთვის, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურზე იმოქმედებს შეღავათები.