Soft Eject-ის კონცერტისთვის თბილისის მერია უფასო ავტობუსებს გამოჰყოფს

688

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჯგუფის Soft Eject კონცერტზე დასწრების მსურველებს 6 ივლისს 17:00 საათიდან 24:00 საათამდე უფასო ავტობუსები მოემსახურებიან.

ავტობუსები მეტროსადგურ “დელისიდან“ ლისის ტბის მიმართულებით 20 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.

6 ივლისს 17 საათიდან Lisi Wonderland-ში “ზაფხულის დღის სიზმარი” ერთდღიანი ფესტივალ-პიკნიკი დაიწყება. საღამოს კი Soft Eject-ის კონცერტი გაიმართება და ბენდის წევრების მიერ შექმნილი წიგნის “მაწანწალა” პრეზენტაცია შედგება.