ტაქსის მძღოლები ვაუჩერებს 10 აგვისტომდე მიიღებენ, მისი გამოყენების ბოლო ვადა კი 1 ოქტომბერი იქნება

868

წინა სტატია

ტაქსების რეფორმის ფარგლებში ვაუჩერები 10 აგვისტომდე გაიცემა, ხოლო მისი გამოყენების ბოლო ვადა პირველი ოქტომბერია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო ტაქსების რეფორმის საკითხს, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. მერიის მიერ შემუშავებული ვაუჩერების გაცემის ვადა მიმდინარე წლის 10 აგვისტოა და ვაუჩერების მიღების მსურველებმა შესაბამის მისამართზე უნდა მიმართონ კომპანიას. ვაუჩერის განაღდების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერის განაღდება, ანუ ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა ან თეთრი ფირის გადაკვრა), ასევე, ქიმწმენდა უნდა მოხდეს პირველ ოქტომბრამდე.

ეს მიმართულება აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.