გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე გადადგა

874

სტატიის გაგრძელება

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა. აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურებელია. ოფიციალურ განცხადებას “ქართულ ოცნებაში” მოგვიანებით გააკეთებენ.

ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა არაერთხელ მოითხოვეს. ისინი პარლამენტში რუსი დეპუტატების მისვლას და გავრილოვის მიერ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძლის დატოვებას აპროტესტებენ.

რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია დარბევით დასრულდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.