კახეთში რეგიონული საინვესტიციო ფორუმი – “მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდება

269

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, 30 მაისს, 11:00 საათზე, “რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში“ რეგიონული საინვესტიციო ფორუმი – “მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდება.

სავაჭრო სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ფორუმის მიზანი, პოტენციური ინვესტირებისთვის კახეთის ეკონომიკური პოტენციალის გაცნობაა.

“ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია 3 პენელური სესიის ორგანიზება, რომელთა მთავარი მიმართულებებიც იქნება სოფლის მეურნეობა და საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში”, – განმარტავენ სავაჭრო სამრეწველო პალატაში.

ამასთან, ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დაესწრებიანადგილობ.

კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმს, 20-ზე მეტი უცხოური და 150-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით ტარდება.