“ევროპულმა საქართველომ“ პრემიერმინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა

1082

“ევროპულმა საქართველომ “პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა. “ევროპულ საქართველოს“ კითხვა საბანკო რეგულაციების საკითხზე აქვს გადაგზავნილი.

პირველი ინტერპელაციის დროს, პარლამენტში სწორედ მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა. მაშინ ის სადეპუტატო კითხვაზე პასუხის გასაცემად, ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე სასაუბროდ დაიბარა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე, მაისის თვის ბოლო პარასკევს წარსდგება.

ამავე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ინტერპელაციის წესით მოსმენაც იგეგმება, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” იბარებს.