მაია ცქიტიშვილი რუსთავის ავტობანის მშენებლობაზე: მოსახლეობის პროტესტი და მოთხოვნები სამართლიანი არ არის

867

მოსახლეობის პროტესტი და მოთხოვნები, რომლებიც მათ აქვთ, არ არის სამართლიანი, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს ფონიჭალაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილის პროტესტის კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრის თქმით, მისი უწყება ამ საკითხის მოლაპარაკების გზით გადაჭრას აპირებს.

“პირველ რიგში იმის გათვალისწინებითაც, რომ ბევრი ოჯახი, რომელიც გზის მშენებლობას აპროტესტებს, უფრო ახლოს არის არსებულ გზასთან, ვიდრე ის იქნება ახალ გზასთან. ჩვენ ერთი შეხვედრა უკვე გვქონდა მოსახლეობასთან, ვცდილობთ, მოსახლეობას განვუმარტოთ დეტალები, რომელიც მათ უნდა იცოდნენ. განსახლების პროცესს არ ექვემდებარება ეს გზა, ამიტომ აქაც მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის პროცესში ვეცდებით, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. თბილისი-რუსთავის გზა მთლიანად არის მრავალწლიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს მის სხვადასხვა მონაკვეთის მშენებლობას და არა მხოლოდ ამ მონაკვეთს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.