კალაძე: ბექა ოდიშარია ჩემი მეგობარია, თუმცა თაბორის N1-ში სასტუმროს აშენება ჩვენთვის მისაღები არ არის

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია მისი მეგობარია, თუმცა მერიისთვის თაბორის N1-ში სასტუმროს მშენებლობა მისაღები არ არის.

“რამდენიმე თვის წინ საზოგადოების განხილვის საგნად იქცა თაბორის N1-ში, ყოფილი ბერძნის ქუჩაზე განაშენიანების მიზანშეწონილობის საკითხი, სადაც სასტუმროს პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას. ბექა არის ჩემი მეგობარი, მე აქ არაფერი მაქვს დასამალი, ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, მაგრამ ჩემთვის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველანი პირველ ადგილზე ვაყენებთ ქალაქის ინტერესებს.

მიუხედავად იმისა რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის არქიტექტურული გეგმარებითი დავალება, იქ რამდენიმე ნაკვეთს, ზონებს ადევს შესაძლებლობა პროექტის მშენებლობის განხორციელების, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან. ზოგადად რაც შეეხება ლანჩაფტის ზოლს, რომელიც 80-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა, გვაქვს აუცილებლობა შეიქმნას კომისია და გადავხედოთ ამ მიმართულებას”,- აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მას მჭიდრო კომუნიკაცია ექნება კულტურის სამინისტროსთან, რადგან ახალი რეალობიდან და მოცემულობებიდან გამომდინარე საკითხი საჭიროებს მოწესრიგებას.

“კიდევ ვიმეორებ, ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექას, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა ჩვენთვის არ არ არის მისაღები. ვიმეორებ, ბექა არის კეთილსინდიერი მფლობელი ამ მიწის და ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ, როგორც სხვა შემთხვევაში მოხდა. იგივე იყო კუს ტბის ტერიტორიაზე, რესტორან “ოტიუმის“ წინ, სადაც გაცემული იყო არქიტექტურული გეგმარებითი დავალება. იქაც უნდოდათ სასტუმროს პროექტის განხორციელება. იგივე იყო ვაკის პარკთან, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადგილები შევინარჩუნოთ და პირველ რიგში, გამოვიდეთ ქალაქის ინტერესებიდან,“ – თქვა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
საზოგადოებრივი მაუწყებელი https://www.youtube.com/watch?v=X6nvhsAPYYg&feature=youtu.be
სტატიის გაგრძელება პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, 12 მაისი ყოვლადწმინდა
ტელეკომპანია "მაესტრო" ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში კოალიციის "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" წევრმა, კოკა კიღურაძემ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის
საქართველოს პარლამენტმა ახალი საზედამხედველო მექანიზმი - თემატური მოკვლევა აამოქმედა. "თემატური მოკვლევების მეშვეობით საქართველოს პარლამენტი საზოგადოებასთან
წინა სტატია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს პირველი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნიას თვითმმართველობის აკადემიის შექმნის იდეა აქვს.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი 26 მარტს პირველ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა
პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მოთხოვნით, დეცენტრალიზაციის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ
წინა სტატია ახალი ტყის კოდექს“ ხე-ტყის გრძელვადიან ლიცენზირებას საერთოდ აღარ მოიაზრებს. ლიცენზიების გაცემა ტყის მდგრადი
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც "ბავშვის უფლებათა კოდექსს“ განიხილავენ, განაცხადა, რომ ბავშვთა
უცხოელს და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული
თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში, საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენის მესამე დღე თბილისის
წინა სტატია საქართველოს პარლამენტი ახალ ტყის კოდექსს მიიღებს. მთავრობამ კანონმდებლებს “საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტი უკვე
%d bloggers like this: