2018 წელს სიღნაღს 10 996 ტურისტი ესტუმრა

სიღნაღში ტურისტების რიცხვი გაიზარდა. მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის გიგა შუშტაკაშვილის თქმით, სიღნაღს 2018 წელს 10 996 ტურისტი ესტუმრა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ქალაქში ჩასული უცხოელი და ქართველი სტუმრების რაოდენობა, რომელიც ტურიზმის ცენტრს არ სტუმრობს გაცილებით მეტია.
როგორც შუშტაკაშვილი აღნიშნავს, ტურიზმის განვითარებისა და ტურისტების რიცხვის ზრდის პარალელურად მრავლდება ტურისტული ობიექტებისა და განთავსების ადგილების რაოდენობაც, რომელიც მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

“2018 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სიღნაღის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით ისარგებლა 28 412 შიდა და საერთაშორისო ვიზიტორმა. 2016 წელს 8436-მა 2017 წელს 8982-მა, 2018 წელს კი 10 996-მა ტურისტმა. ესენი არიან ის ტურისტები, რომლებმაც ისარგებლეს საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით. შესაბამისად ქალაქში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა გაცილებით მეტია. სიღნაღში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც გამოწვეულია სიღნაღის როგორც სიყვარულის ქალაქის ცნობადობით, ქალაქის ადგილმდებარეობით, არაჩვეულებრივი ლანდშაფტით და ხედებით.

ამასთან, მუნიციპალიტეტში არსებობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლი. აღსანიშნავია სიღნაღში არსებული 24 საათიანი ქორწინების სახლიც და არაერთი სხვადასხვა ტიპის ტურისტული ობიექტი. მათ შორის, 2018 წელს გახსნილი ექსტრემალური ატრაქციონი ზიპ-ლაინი და ფრენები პარაპლანით. შეიძლება ითქვას, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა პირდაპირპროპორციულია კვებისა და განთავსების ობიექტების ზრდასთან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სეზონზე არსებობს შემთხვევები როდესაც ყველა განთავსების ობიექტი გადავსებულია. საყურადღებოა რომ ახლომდებარე სოფლებიც ეტაპობრივად ებმებიან ტურიზმის სფეროში. დღეის მდგომარეობით სიღნაღის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ბაზაში 65 განთავსების ობიექტი ფიქსირდება, თუმცა დაურეგისტრირებელი ობიექტების რაოდენობაც საკმაოდ ბევრია. ქალაქში არსებულ სასტუმროებს, დაახლოებით, 900 სტუმრის მიღება შეუძლიათ’’,- განაცხადა გიგა შუშტაკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
თბილისის მერმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, რომ კუს
წინა სტატია საქართველოს ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში - მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, - აცხადებენ დაცული
წინა სტატია მესტიის ლაღამის უბანსა და უშგულის თემის სოფლებში სვანური კოშკების რეკონსტრუქცია იგეგმება. აღდგენის პროექტის შედგენაზე
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე, მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად, პრომეთესა და საწურბლიას მღვიმეების, გორდში ოკაცეს
მიმდინარე წელს თელავის ვიზიტორთა ცენტრს 4 129 ტურისტი ესტუმრა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, ტურისტულ სეზონზე ბაკურიანში ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა მწვავედ იდგა, რამაც
თბილისის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილეებმა ფეისბუქ ლაივის საშუალებით 19 თებერვალს პირველი “ვიდეო დიალოგი”
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქალაქის სხვადასხვა პლატფორმაზე
"TELEGUIDE" - ასე ჰქვია ანდროიდებისა და iOS სისტემისთვის განკუთვნილ მობილურ აპლიკაციას, რომლის ავტორიც დუტა პეტრიდისია. მისი თქმით,
"რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი არის ყველაზე ღარიბი", - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ლაგოდეხის შესახებ ახალი საინფორმაციო ვებგვერდი visitlagodekhi.com შექმნა. ინფორმაციას კახეთის ხმა
წინა სტატია სტატიის გაგრძელება მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა. როგორც "პირველ არხს" მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ
წინა სტატია ა(ა)იპ–ი "ახალციხის ციხეს“ 2018 წელს, გასულ წელთან შედარებით 11 161 ვიზიტორით მეტი ესტუმრა.
გერმანიის ქალაქ ფრიდბერგის იმ ქუჩებში, რომელიც პრესლის სახელს ატარებს, ელვის პრესლის გამოსახულებიანი შუქნიშნები დადგეს. ინფორმაციას
წინა სტატია თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა, რომ თბილისში ღამის ავტობუსმა, შესაძლოა, ლისის ტბისა
%d bloggers like this: