კომპანია “სისტრა“ თბილისის მერიას ავტობუსების ახალ სამარშრუტო სქემას 2 თვეში წარუდგენს

ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას ორ თვეში წარუდგენს ავტობუსების ახალ სამარშრუტო სქემას, რომლის ეტაპობრივ განხორციელებას, დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება.

კომპანია “სისტრამ“ ახალი სამარშრუტო სქემის კვლევა, თბილისის მერიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი დაფინანსებით, გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეისათვის უკვე შესწავლილია თბილისის თითოეული უბნიდან მგზავრთა გადაადგილების ძირითადი მიმართულებები და ამჟამად, მასზე დაყრდნობით, არსებული მარშრუტების დახვეწასა და ახალი მარშრუტების განსაზღვრაზე მიმდინარეობს მუშაობა.

“გეგმის თანახმად, ახალი სამარშრუტო სქემა იმგვარად ჩამოყალიბდება, რომ ავტობუსებმა, მიკროავტობუსებმა და მეტროპოლიტენმა ერთმანეთთან სინქრონიზებულად იმუშაონ. ეს ერთი ტრანსპორტიდან მეორეზე მგზავრის შეუფერხებელ და კომფორტულ გადაჯდომას უზრუნველყოფს და დანიშნულების ადგილამდე გადაადგილების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ამავდროულად, მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე, თითოეული მარშრუტისთვის განისაზღვრება დასანიშნი ავტობუსების ტიპი, რაოდენობა და მოძრაობის გრაფიკი. ამჟამად მუშავდება თბილისის გარეუბნებიდან ცენტრის მიმართულებით, დაახლოებით, 10 სატრანსპორტო დერეფნის მოწყობის პროექტი, სადაც 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნა იქნება შესაძლებელი. ასევე, მგზავრთა გადაადგილების რაოდენობისა და ქუჩების პარამეტრების მიხედვით განისაზღვრება მარშრუტები, რომლებზეც 18, 12, 10 და 8-მეტრიანი ავტობუსები გადანაწილდება.

“სისტრას“ მიერ დამუშავებული სამარშრუტო სქემა ეტაპობრივად, დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოსვლის პარალელურად ამოქმედდება“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ, დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, წელს პირველად მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯამში 15 540 000 ლარია
წინა სტატია ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც თბილისის მერიის მიერ ტაქსის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას აპროტესტებენ, საგანგებო განცხადება
წინა სტატია თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო.
თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თბილისს სატრანსპორტო განვითარების
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია რამდენიმე დღეში დიღომის
თბილისის მერმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, რომ კუს
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რაც მეტრო აშენდა მეტროში ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, რეფორმის ფარგლებში ტაქსის მძღოლებს ავტომობილების ვიზუალური მხარის არჩევის დროს ალტერნატივის შესაძლებლობა ექნებათ
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არის სერიოზული მოსაზრება, რომ დიღმის მიმართულებით
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2019 წლის
წინა სტატია თბილისის მერია “მიწის ბანკის” შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ
წინა სტატია სტატიის გაგრძელება მიწის ზოგიერთ მესაკუთრეს, რომელიც თბილისში ფლობს ნაკვეთს, პრობლემები მას შემდეგ წარმოეშვა,
წინა სტატია ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ დღეს ტაქსის მძღოლებმა სპეციალური
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის (კიკვიძის ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოები
%d bloggers like this: