ბახტაძე: ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული

181

“არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ელიტური და პრესტიჟული სკოლები, ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

“განათლების რეფორმაში ჩვენი პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი. ადეკვატური გახდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო. მოხდება სკოლების აშენება-რეაბილიტაცია. ჩვენ უკვე წელს გავზარდეთ ბიუჯეტი 2,5-ჯერ, ამ მიმართულებით. მე ნამდვილად არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ელიტური და პრესტიჟული სკოლები, საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონების სკოლებს.