პარლამენტის თბილისის შენობა შშმ პირებზე ადაპტირდება

პარლამენტის თბილისის შენობა მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული ხდება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ადაპტირების გეგმის ფარგლებში, დამონტაჟდა ელექტრო ამწე პლატფორმები, გაიხსნა ადაპტირებული სანიტარული კვანძები. მათივე ინფორმაციით,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის შეძენილია საევაკუაციო ეტლები და გადასაადგილებელი ელექტრო ეტლები, ამ ეტაპზე კი, მიმდინარეობს ტაქტიკური ბილიკებისა და საფეხურების ანტისლიპებით მოწყობა.

“ამავე გეგმის მიხედვით, ადაპტირებული იქნება პარლამენტის საშვთა ბიურო და ასევე, მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის მოეწყობა ოთახი, სადაც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მათ კომპიუტერთან წვდომის შესაძლებლობა ექნებათ. აღსანიშნავია, რომ ამ სერვისით სარგებლობის შესაძლებელი ნებისმიერ გარეშე პირს შეეძლება.

მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის მიმდინარეობს მუშაობა ნავიგაციის სისტემის შექმნაზე. ადაპტირების გეგმა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულება, თუმცა აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ამ მიმართულებით ინოვაციური პროექტები საქართველოს პარლამენტში მუდმივად დაინერგება.

“ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის“ – გეგმის განხორციელება ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამკვიდრებულ ახალ ნორმას, რომლის მიხედვით სახელმწიფო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულებას იღებს. ხელმისაწვდომი პარლამენტი 2015 წელს მიღებული ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობისა (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპებს ეყრდნობა.

პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირების გეგმა შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია “მარიანისთან” ერთად. ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით“,- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მობილური აპლიკაცია შეიმუშავა. აპლიკაცია "IGovZugdidi“ ორენოვანია და ხელმისაწვდომია როგორც "Android-ის", ასევე "iOS" სისტემებისთვის.
საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობა – საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი მთავრობის სხდომას
2018 წლის 2 ოქტომბერს, თბილისის მერიამ დაამტკიცა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა. ეს არის
წინა სტატია დედაქალაქის მერიამ ღია მმართველობის პარტნიორობის(OGP) თბილისის 2018 – 2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ახალი
წინა სტატია სოფიო ქაცარავამ ბიშკეკში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის ღონისძიებაში, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და
წინა სტატია თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მეხუთე გლობალური სამიტის გახსნის ღონისძიებაში
წინა სტატია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს რობოტმა სოფიამ მიმართა. სოფიამ
წინა სტატია საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტს რეზოლუციის მიღება შესთავაზა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა,
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მისი მინისტრობისას ქვეყანამ არაერთი
დღეს "ღია მმართველობის პარტნიორობის" მე-5 სამიტი სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრით გაიხსნა. პირველი დღის ღონისძიებებს საქართველოდან და
OGP-ის ხელმძღვანელი საქართველოს შემდეგ კანადა გახდება, მომდევნო თავმჯდომარე ქვეყანას კი, დღეს მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე აირჩევენ.
წინა სტატია დღეს თბილისში "ღია მმართველობის პარტნიორობის" მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი
წინა სტატია ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალურ სამიტზე სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოვიდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით,
დღეს თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2
%d bloggers like this: