კალაძე: 10 ნოემბერს 150-მდე ქუჩის მუსიკოსი კონცერტს გამართავს

897

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ქუჩის მუსიკის პროექტის ფარგლებში, 10 ნოემბერს, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და “დედაენის ბაღში“, 150-მდე მუსიკოსი კონცერტს გამართავს.

“მუსიკოსები თბილისის სხვადასხვა ქუჩებზე 15:00 საათიდან 22:00 საათამდე, ერთდროულად დაუკრავენ და საზოგადოებას თავის შემოქმედებას გააცნობენ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა და თანადგომა. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა ქუჩის მუსიკოსებში. ამ ადამიანებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა თავისი ნიჭის გამოვლენის და ეს დამოკიდებულება, დახმარება და თანადგომა მერიის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.