ვაკეში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 97 პროექტი დაფინანსდა

690

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით, ვაკის რაიონში 97 სხვადასხვა სახის პროექტი დაფინანსდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მათ შორისაა ლიფტების განახლება, შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია, სახურავების შეკეთება, საერთო სარგებლობის კიბის განახლება, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია, წყალსაწრეტი მილების დამონტაჟება.

„სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 64 მისამართზე უკვე მიმდინარეობს. კიდევ 33 მისამართზე კი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი