ქუთაისში, მდინარე რიონში დაბინძურებული წყალი ჩაედინება (ვიდეო)

1439

ქუთაისში, მდინარე რიონში დაბინძურებული წყალი ჩაედინება. რაც, სავარაუდოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე არასასიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზია. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

გარემოს დაცვის დეპატრამენტში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით, მათთან შეტყობინება არ შესულა. გამოცემა “ნიუპრესის” მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ კი შესაბამისი ჯგუფი ადგილზე მივადა და დაადგინა, რომ ეს არის სანიაღვრე არხი, რომელიც არის ქალაქის დაქვემდებარებაში. მათი თქმით, მასზე თვითნებურად დაერთებულია თუ არა რომელიმე ობიექტის საკანალიზაციო არხი ამის მოკვლევა შესაბამისმა სამსახურმა უნდა მოახდინოს.

გამოცემის ცნობით, ქალაქის მასშტაბით კანალიზაციის პრობლემა წლებია არსებობს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ქუთაისის წყალარინებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ  100 მილიონი ევრო გამოიყო. პროექტი 2019 წელს დაიწყება.