რატომ შელესეს სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილი – მერიის წარმომადგენლის პასუხი

ფეისბუქზე მოქალაქე მარიამ ყიასაშვილმა გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილი შელესილია. ინფორმაციას ლიბერალი ავრცელებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ეს ნაწილი დიდი ხანია შელესილია, მათ კი ახლა უბრალოდ შეღებეს და ამ სამუშაოებს ძეგლთან შეხება არ ჰქონია. ამასთან, მათი თქმით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან ნებართვა არ ჰქონიათ.

“ეს არის საშინელება. ინსპექცია გაშვებულია და მოჰყვება რეაგირება, როგორც საჭიროა – დაჯარიმება და აღდგენის ვალდებულება”,- განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ სიღნაღის ციხე 1762 წელს ერეკლე მეფის მიერაა აგებული.

 

მსგავსი სიახლეები