პროკურატურაში ალავიძე და ქუმსიშვილი საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოკითხეს

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, – აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

მსგავსი სიახლეები