ვაკის რაიონში სანიაღვრე ქსელს რეკონსტრუქცია უტარდება

559

ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში, ფერმწერთა ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩამდე, სანიაღვრე ქსელის რეკონსტრუქცია-მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა ამორტიზებულმა სანიაღვრე ქსელმა განაპირობა, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის დაგუბებას იწვევდა, რის გამოც ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობას საფრთხე ექმნებოდა.

მერიის ინფორმაციით, 800, 1000 და 1200 მმ დიამეტრის რკინა-ბეტონის მილები ჯამში 1572 მეტრის სიგრძეზე ეწყობა. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, შპს „კაპიტელი“ აწარმოებს და მათი ღირებულება 1 063 376 ლარია. პროექტი მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო და ივლისში დასრულდება.