კრწანისის რაიონში ტროტუარებისა და გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

708

კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავის გზატკეცილის N28-ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეწყობა ბილიკები, იდგმება სკამები და კორპუსის უკანა მხარეს, ასფალტო-ბეტონის სარინელს სრული რეაბილიტაცია უტარდება.

გამგეობის ცნობით, სამუშაოებს შპს „კგა“ მიმდინარე კვირის ბოლოს დაასრულებს.

რუსთავის გზატკეცილის პარალელურად, ქვაფენილით გორგასალის ქუჩის N23-დან N27-მდე 126 კვ.მ-ზე ეწყობა. სამუშაოებს შპს „პრიორიტეტი“ 2 კვირაში დაასრულებს.

სამშენებლო კომპანია „მაგისტრალი“ კი, ასფალტის მოწყობის სამუშაოებს გორგასალის მე-4 შესახვევში, N77-ის მიმდებარედ ახორციელებს.  აღნიშნულ მისამართზე 1750 კვ.მ-ზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება და 200 კვ.მ-ზე ტროტუარი მოეწყობა. სამუშაოები მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება.