სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს 1 500 ნაგვის ურნა გადასცეს

648

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი,  1 500 ნაგვის ურნა გადასცა.

ნაგვის ურნები ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად გადანაწილდება

“ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონი 10 000 ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.