ვაჟა-ფშაველას II კვარტალში შიდა გზები განახლდა

773

თბილისში, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში შიდა გზების განახლება მიმდინარეობს. გზის საფარი N9ბ და N11ბ კორპუსებთან უკვე შეკეთდა, ამ დროისთვის კი, ასფალტის დაგება N12 და N18 კორპუსებს შორის მიმდინარეობს.

ვაკის რაიონის ცნობით, ამ მისამართებზე სულ 2000 მ2 ფართობის გზა შეკეთდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.

ვაჟა-ფშაველას II კვარტლის პარალელურად, შიდა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები აბაშიძის N26-ში მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც, გზის საფარი განახლდება.

პროექტის მიხედვით, 800მ2-მდე ფართობის ეზო შეკეთდება. საგზაო სამუშაოებს, აბაშიძის N26-შიც შპს „ლუკრი“ განახორციელებს.