დედაქალაქის მცხოვრებლებს მუნიციპალური ავტობუსი დღის ბოლომდე უფასოდ მოემსახურება

651

მიუხედავად მეტროპოლიტენის მუშაობის აღდგენისა, დედაქალაქის მცხოვრებლებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, უფასო მგზავრობას მოქალაქეები დღის ბოლომდე შეძლებენ, ხოლო ხვალიდან ჩვეულებრივი სამგზავრო ტარიფი განახლდება.

შეგახსენებთ, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო, 4 ივნისს თბილისის მერიამ 2 დროებითი მარშრუტი დაამატა. მუნიციპალური ავტობუსები კი მგზავრებს უფასოდ ემსახურებოდნენ.

მეტროპოლიტენი მგზავრებს 50 თეთრად, ხოლო მიკროავტობუსები 80 თეთრად ემსახურებიან. ხვალიდან კი, დედაქალაქში მოძრავი ავტობუსებით მგზავრობა ჩვეული ტარიფით – 50 თეთრად იქნება შესაძლებელი.