ირაკლი ქადაგიშვილი: კახეთში რკინიგზის აღდგენაში აზიის განვითარების ბანკი ჩაერთვება

848

წინა სტატია

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი კახეთში რკინიგზის აღდგენაში ჩაერთვება. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პროექტი მზად 2019 წელს იქნება.

“რკინიგზა არა მარტო ადგილობრივი მაცხოვრებლების ტრანსპორტირებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ ტურისტებსაც მოემსახურება. რკინიგზის ნაწილი გადის მევენახეობის ზონაში, რომელიც ამ კუთხით ძალიან საინტერესოა და საერთაშორისო გამოცდილებაც არსებობს. კახეთისთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამეურნეო კუთხითაც რკინიგზის განვითარება, მაგალითად, ცხვრის გადაყვანა ზაფხულის საძოვრებიდან ზამთრის საძოვრებზე შეიძლება განხორციელდეს რკინიგზის საშუალებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, მათ რკინიგზის შესახებ ხედვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვთ გამოტანილი. ვფიქრობ, ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი სწორედ აზიის განვითარების ბანკი იქნება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმის განვითარება რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია.