მეტეხის კლდე გაანათეს (ფოტო)

1024

“თბილსერვის ჯგუფმა” მეტეხის კლდეზე ახალი განათებები დაამონტაჟა.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო განათების ახალი სისტემა და დამონტაჟდა 24 სანათი მოწყობილობა, რომელიც კლდის სხვადასხვა ფერში განათების საშუალებას იძლევა.

“„თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკურ სამუშაოებს რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდა – წელს კიდევ, არაერთი ობიექტის მხატვრულად მინათება არის დაგეგმილი”,- ნათქვამია “თბილსერვის ჯგუფის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.