კალაძე: სამწუხაროდ, უამრავი ავარიული შენობა გვაქვს ქალაქში

596

თბილისის მერმა კახა კალაძემ ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ადგილზე ჟურნალისტებიც იყვნენ. როგორც მან თქვა, თბილისში ბევრი ავარიული შენობაა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“სამწუხაროდ, უამრავი ავარიული შენობა გვაქვს ქალაქში; ჩვენ ეტაპობრივად ვეცდებით ყველა უბანში შევიდეთ და გავალამაზოთ ის სიმდიდრე, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს… მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება იმიტომ, რომ ძველი თბილისი არის სიმდიდრე, რომელიც ამ ქალაქს გააჩნია; შესაბამისად, მას მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა სჭირდება”, – თქვა კახა კალაძემ.

ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 60 მილიონი ლარია. სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.