საკრებულომ სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახაბერ გულედანის დანიშვნას მხარი დაუჭირა

820

თბილსის საკრებულომ სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახაბერ გულედანის დანიშვნას 30 ხმით მხარი დაუჭირა. ერთმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.  ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით გასულ თვეში დატოვა, თუმცა, მოგვიანებით თბილისის მერმა განაცხადა, რომ სამგორის რაიონს ბიუჯეტის შესრულების ნაწილში ჩამორჩენა ჰქონდა.