„ევროპის დღის“ აღსანიშნავი ღონისძიებების გამო, 4-5 მაისს თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება

1334

„ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 5 მაისს თბილისში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დღეს 21:00 საათიდან ამოქმედდება.

„მიმდინარე წლის 5 მაისს თბილისში, რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე ევროპის დღე აღინიშნება, რის გამოც, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიასა და გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება.

4 მაისს, 21 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება: ევროპის მოედნიდან ღვინის აღმართის მიმართულებით; მეტეხის ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან ევროპის მოედნის მიმართულებით; მეტეხის ქუჩაზე და წრიული მოძრაობა ევროპის მოედანზე.

5 მაისის 17:00 საათიდან 23:00 საათამდე მოძრაობა, ასევე აიკრძალება გორგასლის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.

ევროპის მოედანზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება 5 მაისის 00:00 საათიდან, ხოლო 6 მაისის 10:00 საათიდან – სრულად“, – აღნიშნულია თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.